arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ივა ფეზუაშვილი
ივა ფეზუაშვილი

დაიბადა 1990 წლის 1 სექტემბერს. 2011 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხატვრული კინოს რეჟისორის პროფესიით.

 

2011 წელს გახდა სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის – შემოდგომის ლეგენდის გამარჯვებული მოთხრობით ალჩუ. 2012 წელს ამავე მოთხრობის მიხედვით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ბაბაზი. გადაღებული აქვს რამდენიმე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი.

 

2012 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. 2014 წლიდან მუშაობს სერიალ ტიფლისის სცენარისტად. ამავე წელს გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა მისი სადებიუტო წიგნი ვცადე.

 

2018 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი ფსკერის სახარება.

 

2020 წელს რომანისათვის ბუნკერი დაჯილდოვდა წინანდლის პრემიით.  ამავე წიგნისთვის ავტორს 2021 წელს გადაეცა „საბასა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სპეციალური პრემია: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში. ივა ფეზუაშვილი პირველი ავტორია, ვინც განახლებული ფორმატის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მფლობელი გახდა ამ რომანისთვის 2022 წელს. სხვა წლებისგან განსხვავებით, ჟიურიმ ამჯერად მხოლოდ ერთი, მთავარი გამარჯვებული დაასახელა. 

 

მისი მოთხრობა „ცა“ შესულია ბრიტანულ და გერმანულ ანთოლოგიებში.