arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ლადო ასათიანი
ლადო ასათიანი

დაიბადა 1917 წელს, ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1938).

 

პირველი ლექსი (თებერვლის დილა) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ სტალინელში.1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს.

 

1940-1941 წლებში გამომცემლობა ფედერაციას გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული წინაპრები. წიგნი დაიბეჭდა 1943 პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.

 

1943 წლის ივლისში ლადო ასათიანი გარდაიცვალა. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. მხოლოდ 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად