arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ეთერ მესტვირიშვილი
ეთერ მესტვირიშვილი

2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სპეციალობა – ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (მაგისტრი). აქვს მასწავლებლად მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება. ასწავლის ქართულს, როგორც მეორე ენასა და მშობლიურ ენასა და ლიტერატურას.

 

2018 წელს მონაწილეობდა „ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების“ პროგრამის ფარგლებში ქართული, როგორც მეორე ენის სახელმწიფო შეფასებაში მონაწილე მოსწავლეთა მიღწევების დონეების განსაზღვრისა და სტანდარტის დადგენის პროცედურაში.

 

მაია ოღრაპიშვილთან ერთად აქტიურადაა ჩაბმული განათლების სისტემის რეფორმაში. პედაგოგიურმა პრაქტიკამ თავისებური ასახვა ჰპოვა მათ მიერ შექმნილ სასკოლო სახელმძღვანელოებში. ავტორები კარგად იცნობენ მოზარდის ასაკობრივ თავისებურებებს, მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

 

 

ავტორის წიგნები
ვრცლად