arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ქართული, როგორც მეორე ენა – VI კლასი
ქართული, როგორც მეორე ენა – VI კლასი
ISBN:
ინფორმაცია არ არის
კატეგორია:
ქართული, როგორც მეორე ენა
გვერდები:
ინფორმაცია არ არის
ფორმატი:
ინფორმაცია არ არის
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


  • 2020 წელს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმისა და თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით.
  • აქ შეგხვდებათ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებული დიალოგები, რომლებიც ეხება სკოლას, მეგობრობას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციას. 
  • სახელმძღვანელოში მოცემული ზღაპრებით/მოთხრობებით მოსწავლეები ისწავლიან თანამშრომლობას, კომპრომისს, ემოციების შეფასებას.
  • წარმოდგენილი დავალებები ხელს უწყობს საგანთაშორისი კავშირების დამყარებას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, მდგრადი განვითარების პრინციპების გააზრებას.
  • საკითხის დამუშავებისას ყურადღება ეთმობა ცოდნის განმტკიცებას, რისთვისაც გამოყენებულია სხვადასხვა ხერხი.
  • მოცემულია კომპლექსური დავალებები, რომლებიც ხელს უწყობს აქტიურ სწავლას (სწავლა თამაშით, აღმოჩენით, თანამშრომლობით, კვლევით, პრობლემის გადაჭრით და ა. შ.). და ლოგიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი სააზროვნო უნარების განვითარებას.
  • ტექსტები შერჩეულია იმგვარად, რომ მოსწავლე შეძლებს როგორც ენობრივი, ისე კულტურული ინფორმაციის ათვისებას, შეიძენს როგორც სამეტყველო, ისე სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს.
  • თითოეულ ტექსტთან წარმოდგენილი დავალებები მრავალფეროვანია და გულისხმობს სხვადასხვა საკომუნიკაციო უნარის (კითხვა, წერა, ლაპარაკი) განვითარებას, იძლევა დამოუკიდებელი მუშაობის შესაძლებლობას.
  • მრავლადაა მოცემული დავალებები, რომლთა შესასრულებლად საჭიროა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ-ის) გამოყენება.
  • მასწავლებლის წიგნში არის გაკვეთილის სცენარები თითოეული ტექსტისა თუ აქტივობისთვის, დამხმარე ელექტრონული რესურსები და სასარგებლო ბმულები.

 

კომპლექტში შედის: მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი, აუდიო დისკი.

 

იხ. მასწავლებლის წიგნი.

იხ. I თავის მოსასმენი მასალა: N1, 2, 3, 4


ავტორის წიგნები
ვრცლად