უკმარი სინათლე
- ISBN:
- 978-9941-31-527-5
- კატეგორია:
- ახალი თარგმანები
- გვერდები:
- 778
- ფორმატი:
- 15x21
- ყდა:
- მაგარი
- ფასი:
- 39.95
ყიდვა
გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ
„პატარა ქვეყანა დიდი ქარტეხილების დროს და ქალების უპირობო მეგობრობა სიკვდილის პირისპირ: უკმარი სინათლე ეპიკური, დრამატული ელვარების რომანია, საქართველოსადმი, თბილისისა და მისი ხალხისადმი მიძღვნილი ოდა – მარადიული სიყვარულის ახსნა.
„აგერ ვდგავართ, ტრიო, რომელიც გადარჩა, რომელმაც შეძლო აწმყოში გადახტომა, ჩვენ, გადარჩენილები, ყველა იმ ადამიანის მაგივრადაც ვცდილობთ ცხოვრება გავაგრძელოთ, ვისაც ბედმა სიცოცხლე არ არგუნა და ამ ფოტოებზე დარჩნენ მარად ჭაბუკებად“.
„როგორი საჩუქარია მკითხველისთვის! ნინო ხარატიშვილი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბრწყინვალე მთხრობელია, ჩვენ თვალწინ აცოცხლებს მრავლისმომცველ ისტორიულ ეპოქებს. მღელვარებით შეპყრობილნი, შეძრულნი, დავემგზავრებით დინას, ირას, ნენესა და ქეთოს და მხოლოდ ერთი რამ გვინდა – თხრობა არასდროს დასრულდეს“. – მარია-ქრისტინა პივოვარსკი
დიდხანს ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო ქაოსში ამოყოფს თავს. ძველი თბილისის მომაჯადოებელ ხისრიკულებიან აივნებსა და ნესტიან კედლებს შორის, 80-იანი წლების ბოლოს, ოთხი გოგონა უკავშირებს ერთმანეთს საკუთარ ბედს: თავისუფლებამოწყურებული დინა, ჭკვიანი აუტსაიდერი ირა, ქალაქის ყველაზე ძლევამოსილი „კანონიერი ქურდის“ ძმისშვილი, რომანტიკული ნენე და მგრძნობიარე ქეთო. მათი მეგობრობა ყველაფერს უძლებს – პირველ დიდ და ფარულ სიყვარულს, ქუჩებში გამეფებულ ძალადობას, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ, გაყინულ ქალაქს, ქვეყანაში შემოდინებულ ჰეროინს, ახალგაზრდა დემოკრატიის სიმყიფესა და სამოქალაქო ომს – სანამ მათ კავშირს უპატიებელი ღალატი და კიდევ ერთი ტრაგიკული სიკვდილი არ დაამსხვრევს...
წლების შემდეგ, ბრიუსელში, გარდაცვლილი მეგობრის პატივსაცემად გამართულ დიდ ფოტორეტროსპექტივაზე ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. გამოფენილი ფოტოები მათ ისტორიას ჰყვება, რომელიც, ამავდროულად, მათი ქვეყნის ისტორიაცაა. ინტიმური გარემო აიძულებს ძველ მეგობრებს წარსულისთვის ჩამოფარებული ფარდა გადასწიონ და, იქნებ, პატიებაც შეძლონ.
ნინო ხარატიშვილი მდიდარი, ემოციური ენით ჰყვება დაკარგული მიწისა და დაკარგული თაობის ისტორიას; ამბავს რევოლუციისა, რომელიც საკუთარ შვილებს შთანთქავს; ჰყვება სიყვარულსა და ღალატზე და ოთხი ქალის უპირობო, ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლ მეგობრობაზე.