arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
აიას გზა
აიას გზა
ISBN:
978-9941-31-676-0
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა, საყმაწვილო ლიტერატურა
გვერდები:
372
ფორმატი:
14.5x20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
19.95


„ყველაზე ფერადი თევზებიც კი მარტო წყალშია ლამაზი. არის ტექსტები, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციაში განსაკუთრებულად აღიქმება. ნატო დავითაშვილის წიგნებს არც ნათურა უხდება, არც ქალაქის ხმაური, ღამე, სანთლის შუქზე უნდა იკითხო, არსად უნდა გეჩქარებოდეს – წინ დიდი გზაა, საუკუნეებს, ათასწლეულებს უნდა გადაახტე და იმ ადამიანებამდე მიხვიდე, რომლებიც პირველყოფილ მისტიკასთან ერთად ცხოვრობდნენ.
 
„აიას გზა“ ასეთი წიგნია, უკან დაბრუნების წიგნი. ძალიან ძნელია აღწერო თაობა, რომელსაც არათუ შენ, არამედ შენამდე ათი საუკუნით ადრე დაბადებული ხალხიც კი არ მოსწრებია. რანაირები იყვნენ ისინი? რას ამბობდნენ? როგორ ამბობდნენ? ზუსტად ეს არასდროს გვეცოდინება, დაახლოებით კი მხოლოდ ფენტეზის მწერალმა შეიძლება წარმოიდგინოს.
 
„აიას გზა“ იმ ეპოქაზეა, როდესაც ადამიანების გარშემო სამყარო ჩვეულებრივ კანონებს აღარ ემორჩილება. მოწამლული მიწის წინააღმდეგ გაერთიანებული ადამიანები სტიქიას და საკუთარ ბედისწერას ებრძვიან (რა თქმა უნდა, იმარჯვებენ! რომ არ გაემარჯვათ, ჩვენ ახლა აქ არ ვიქნებოდით). ცეცხლოვანი ზღვა; მდინარე-მოჩვენება; ოჩოკოჩი, რომელიც ნისლებს მწყემსავს და მთიდან მთაზე მიერეკება; შებოჭილი ტყე, სადაც მონადირეებს რაღაც ძალა მშვილდის მოზიდვის საშუალებას არ აძლევს... ეს ყველაფერი დღეს არის ფენტეზი, თორემ პირველყოფილ ეპოქაში ადამიანებს არათუ სჯეროდათ მათ მიღმა არსებული სამყაროსი, არამედ მასთან ერთად თანაარსებობასაც ახერხებდნენ.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად