arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
თეა თოფურია
თეა თოფურია

დაიბადა 1977 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ სოხუმში.

1998 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალსიტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა და დღემდე მუშაობს სხვადასხვა მედია საშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

 

მისი ნაწარმოებები იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში,  მოთხრობები  და ლექსები კი შესულია ქართველი ავტორების პროზაულ თუ პოეტურ კრებულებში. არის სხვადასხვა პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის ნომინანტი და ლაურეატი. ასევე, რამდენჯერმე არის წარდგენილი ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო კონკურსზე.

 

ავტორია ჟანრობრივად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული წიგნებისა: პროზაულ-პოეტური კრებული „პიტნის კალო“, მოთხრობების კრებული „ორი ოთახი კაიროში“, ლექსების კრებული „ეკოციდი“ და სამი  საბავშვო პროზაული კრებული: „პარადიის არდადეგები“, „გასაღვიძებელი ზღაპრები“ და „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“. 

ავტორის წიგნები
ვრცლად