arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ორი საბანი
ორი საბანი
ISBN:
978-9941-31-750-7
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
224
ფორმატი:
13.50x20
ყდა:
მაგარი
ფასი:
24.95


ყიდვა
„უკვე 60 წელზე მეტია, ტარიელ ჭანტურიას თანამედროვე პოეტად მოვიხსენიებთ. წერს და იბეჭდება. კითხულობს და ვუსმენთ.
 
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პოეტის თანამედროვეობა მხოლოდ მის ფიზიკურ სივრცეში არსებობას განსაზღვრავს, ხმა კი უცხოა მკითხველისთვის, გაუგებარი, ან უკვე ბევრჯერ გაგონილი და კარგად დავიწყებული ძველი. ტარიელ ჭანტურიაზე, ალბათ, უფრო, ახალგაზრდა პოეტი ითქმის – მუდმივად ახალგაზრდა.
 
ეს წიგნი კალეიდოსკოპია, რჩეული ფერების, ზომის და ფორმის მინის ნამსხვრევებით. თითოეული გვერდის გადაშლა კალეიდოსკოპის დატრიალებას ემსგავსება – განწყობების ცვლა იუმორიდან სევდაში, გროტესკიდან სენტიმენტში, პარადოქსიდან აქსიომაში, რიტმიდან დისონანსში...
 
თანამედროვეობა ექსპერიმენტებს მოითხოვს, ახალი გამოცდილებების ძიებას და ყველამ ვიცით, ეს მისი საყვარელი საქმეა, თუმცა, იმასაც მივხვდით, რომ მას ამ თამაშისთვის წესები აქვს. წესებმა კი სტილი განსაზღვრა, რომელიც მხოლოდ მისია, მისი სახელი ერქმევა, რამდენჯერაც არ უნდა გადათამაშდეს, ვინც არ უნდა აირეკლოს...
 
ავტორისთვის, ალბათ, შვილებივითაა ლექსები, გამორჩევა რომ არ შეგიძლია. ჩვენ მკითხველის პასუხისმგებლობით შევადგინეთ რჩეული, თუმცა, მთავარი – წრედი შეკრულია: სიცოცხლის შუქი, სევდის სიყვარული, მართალი ხმა და სიტყვის მუსიკა.“ – თუთა ჯგუშია

ავტორის წიგნები
ვრცლად