იანვარი/თებერვალი, N15,16, 2024
- ISBN:
- ინფორმაცია არ არის
- კატეგორია:
- ჟურნალი „ქართული მწერლობა“
- გვერდები:
- ინფორმაცია არ არის
- ფორმატი:
- ინფორმაცია არ არის
- ყდა:
- რბილი
- ფასი:
- 6.00

„ჟურნალის დეკემბრის ნომერმა დაიგვიანა, იანვრისა და თებერვლისა კი ერთად ავკინძეთ და დავსტამბეთ, ალმანახივითაა, მშვენიერი გამოვიდა, მაგრამ ჩვენს ძვირფას ქვეყანაში, რა თქმა უნდა, როგორც ყველას და ყველაფერს ჩვენც, ჟურნალსაც, გამომცემლობასაც და ავტორებსაც მოგვწვდა პრობლემები, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლების მმართველობითაა განპირობებული: უკანონობა, უსამართლობა, განუკითხაობა, სიდუხჭირე, რეპრესიები, მოღალატეთა აღზევება და ქვეყნის ღალატი.
ვიღაც ცნობილ ფრაზასაც გაიხსენებს სასკოლო სახელმძღვანელოს ლექსიდან: „რა დროს ლექსიაო?“, მაგრამ ქართული მწერლობა იბრძოდა და კვლავაც იბრძვის და ამბობს მთავარ სიტყვას, ქართველი ხალხის სათქმელს.
პოეტი რატი ამაღლობელი გალაკტიონის სიტყვებს იხსენებს ინტერვიუში: „აზვირთებულ მსოფლიოსთან მისვლით შენ ბორკილის მეტს არაფერს კარგავ“, თანამედროვე ქართველი პოეტი, რომელიც საპროტესტო აქციების ტრიბუნია და რომელიც ახალი ქართული პოეზიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. პოეტი და მოქალაქე, მოქალაქე და პოეტი, მწერალი და მოქალაქე, მოქალაქე და მწერალი – აი, დღევანდელი ქართული მწერლობა, აი, დღევანდელი სახე ქართული ლიტერატურისა, რომელსაც ბორკილები ვერ დაადეს და ვერ მოათვინიერეს ბოროტების იმპერიის ახალმა ქართველმა ვასალებმა. ეს ქვეყანაც აიხსნის ბორკილებს, ამ მწერლების სამშობლო. როდის? უნდა ვიბრძოლოთ, ძვირფასო მკითხველო, უნდა ვიბრძოლოთ, რომ მალე დაგვიდგეს ეს ნანატრი დღე.“ – რედაქტორებისგან.
ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:
-
ამ ბრძოლიდან ჩვენ გაზრდილები, თავისუფლები და გამარჯვებულები გამოვალთ | ინტერვიუ რატი ამაღლობელთან (ესაუბრა თინათინ ჭავჭანიძე)
-
თამარ მღებრიშვილი, ლექსები
-
მარიამო ჯანელიძე, ზინა (მოთხრობა)
-
გოგა ქობალია, მოხუცის ოქრო
-
ელენე ჯანელიძე, მინიატურები
-
მაია ცირამუა, თეთრი ბანტი
-
დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან
-
რიჩარდ კონელი, ყველაზე სახიფათო ნადირობა | ინგლისურიდან თარგმნა მედეა ზაალიშვილმა
-
როდოლფო ჰესლერი, ლექსები | ესპანურიდან თარგმნა ქეთევან ხუსკივაძემ
-
როსტომ ჩხეიძე, სინათლის ხმები (რეცენზია ქეთი ჯოლბორდის პოეტურ კრებულზე)
-
თამთა ღონღაძე, „იყავი მშვიდად, დრო გავა და ისევ შევხვდებით“ – თეა თოფურიას „იაკობის ჭასთან“
-
გაბრიელ ტანიე, მოთხრობები ცეილონიდან
-
მელანო კობახიძე, ყველაფერი ადამიანიდან იწყება (თამაზ ჭილაძის 4 რომანი)
-
ლევან ბერძენიშვილი, დავით გურამიშვილი (ლიტერატურული პორტრეტი)
-
თეა თოფურია, ახალი ლექსები
-
ლელა კურტანიძე, ლტოლვილობის პოეტიკა (ნიქო გორგილაძის პოეტურ კრებულზე „აქ მიპოვი“)
-
ირაკლი რობაქიძე, ჩვენი დროის აზრკრიმინალები
-
გიორგი შარაშენიძე, კონკიას თამაში
-
ხულიო კორტასარი, ლექციები ლიტერატურაზე | ესპანურიდან თარგმნა ნათია ნაცვლიშვილმა
-
თარგმნილი პოეზია (პაბლო ნერუდა, ნიკოლაი გუმილიოვი, მარინა ცვეტაევა) | ლანა ღოღობერიძის თარგმანი
-
გარეკანის ბოლო გვერდზე: ანნა ჯავახიშვილის ახალი ლექსები
გარეკანზე: რატი ამაღლობელი / ფოტო: მზია საგანელიძე / „რადიო თავისუფლება“