arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
სიყვარულსა და სხვა დემონებზე
სიყვარულსა და სხვა დემონებზე
ISBN:
978-9941-31-837-5
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
196
ფორმატი:
13.5x20
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


„გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედებას ორი მთავარი სამკაული აქვს – სიყვარული და სიკვდილი. მისი პროზა ამათ გარეშეც პოეტურია, მაგრამ როცა თხრობა სიყვარულსა და გარდაცვალებას შეეხება ხოლმე, თითქოს სტრიქონებს შორის მეტი ჟანგბადი შემოდის, ტექსტი უფრო ჰაეროვანი ხდება. ხანდახან კი სულაც ისე ამჩატდება, ავტორს წონასწორობის დაცვა უწევს, რომ მაღალი ლიტერატურიდან ფეხი ბულვარულ საკითხავში არ ჩაუცდეს. სწორედ აქ ვერ მალავს თავს გარსია მარკესის ოსტატობა – იდეალურ ბალანსში.
 
„სიყვარულსა და სხვა დემონებზე“ პირველად 1994 წელს გამოიცა. მაშინ, როცა კოლუმბიის მთავარ ავტორს სახელიც ჰქონდა და დიდებაც. არც მკითხველის სიყვარული აკლდა, არც კრიტიკოსის ქება და უკვე ათწლეულზე მეტი გასულიყო ნობელის პრემიის მიღებიდან. სწორედ ამ ლიტერატურული უდარდელობის დროს მას გონების ფსკერზე მიძინებული ამბავი ამოუტივტივდა, რომელსაც ბებიამისი ბავშვობაში ხშირად უყვებოდა ხოლმე.
 
ეს ამბავი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის კარტახენაში გადაგისვრით და მცირე რომანისთვის უჩვეულოდ ვრცელ სამყაროს გადაგიშლით თვალწინ, სადაც დიდი უსიყვარულობაცაა და მოულოდნელად მოვარდნილი დიდი სიყვარულიც.
 
იმათ რიცხვში არა ვარ, ვისაც უბრალო დამთხვევებისა არ სჯერა, მაგრამ ხანდახან გამორჩეულად აღმაფრთოვანებს ხოლმე ასეთი დამთხვევები: რამდენიმე წლის წინ მეხიკოში მიუსაფარმა ძაღლმა გამომდო კბილი. იმავე დღეს ბედმა გაბრიელ გარსია მარკესის სახლის კართან მიმიყვანა (სადაც მან სამ ათწლეულზე მეტი იცხოვრა), სადაც პირველი სწორედ „სიყვარულსა და სხვა დემონებზე“ გამახსენდა.
 
 
ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ

ავტორის წიგნები
ვრცლად