arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
Untergang: მოგზაურობა ევროპაში
Untergang: მოგზაურობა ევროპაში
ISBN:
978-9941-482-48-9
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
160
ფორმატი:
15X21
ყდა:
რბილი
ფასი:
14.95


ყიდვა

ზურაბ ქარუმიძის რომანი ორი დიდი წიგნის ერთგვარი ანარეკლია. ეს წიგნებია: ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ და ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში.“


რომანის მთავარი პერსონაჟი, არა-ზეკაცი სახელად ზეროტუსტრა, იგივე ზერო, ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობს: ბრიუსელში, რომში, პარიზში, ლონდონში, სტოკჰოლმსა და ბერლინში. მის ამ მოგზაურობას თავისებურად წარმართავს შავწვერა თეთრი ბოცვერი, რომელიც მოულოდნელად გამოხტება ხოლმე და თავს იფეთქებს, შეძახილებით. 
 


ევროპას კრიზისი უდგას, ცნობილ მოვლენათა გამო. კრიზისი უდგას ზეროტუსტრასაც  – იგი გრძნობს, რომ ბერდება...

 


ავტორის წიგნები
ვრცლად