arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
ეჰ, ბესარიონ
ეჰ, ბესარიონ
ISBN:
9789941311994
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
ინფორმაცია არ არის
ფორმატი:
ინფორმაცია არ არის
ყდა:
მაგარი
ფასი:
14.95


ყიდვა
ბესიკ ხარანაულის ახალი კრებული „ეჰ, ბესარიონ“ მისი შემოქმედებითი თვითმყოფადობის, მისი განსაკუთრებული და უნიკალური პოეტური ხელწერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ამ კრებულში თავმოყრილი ლექსები და პოემები იმ ჟანრს განეკუთვნება, რომელსაც თავად ბესიკ ხარანაულმა „პროზისა და პოეზიის პირშესაყარი“ უწოდა და რომელიც მხოლოდ მისი შემოქმედებითი ხელწერა, მისი ავტონომიური მხატვრული სივრცეა.
 
 
წიგნში შესული ტექსტების უმრავლესობა პანდემიის პერიოდში დაიწერა. ის სიმძიმე, რაც დედამიწამ ამ თვეების განმავლობაში გამოიარა, მკაფიოდ ატყვია ამ პოეზიას, ასევე მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რასაც ავტორი იზოლაციის პირობებში აღმოჩენილ ადამიანს სთავაზობს. მით უფრო, თუ ამ იზოლაციას უფრო გლობალური ფილოსოფიური კუთხით გავიაზრებთ და მას არამხოლოდ პანდემიების, არამედ ზოგადად, ადამიანური ყოფის კრიზისადაც მივიჩნევთ.
 
 
ბესიკ ხარანაულის ახალი კრებული „ეჰ, ბესარიონ“ სწორედ ამ კრიზისის კონტრაქციაა, იდეალისა და სინამდვილის პირშესაყარზე მიღებული პოეტური გამოცდილების ერთგვარი მანიფესტია, რომელიც ყველა დროში, ყველანაირი სირთულეების და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაშიც კი, მკითხველს/ადამიანს
სთავაზობს ჭეშმარიტ პოეტურ ფიქრს – როგორც გამოსავალს, როგორც გზას, საკუთარი თავის და სამყაროს შემეცნებისკენ.

ავტორის წიგნები
ვრცლად