arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ოქტომბერი
ოქტომბერი
ISBN:
ინფორმაცია არ არის
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
ინფორმაცია არ არის
ფორმატი:
ინფორმაცია არ არის
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


„ძველი ამბები მომავლიდან იკვებებიან და მისი ცხოვრებაც ერთი გრძელი სპირალია – ერთი ბოლოთი მომავალს შეერთებული, მეორეთი კი ჭრელა-ჭრულა წარსულს!.. ბევრს ეხარბებოდა ლირიკული გმირის დაფუძნება გერმანიაში და მისი გარეგნულად ასერიგად აწყობილი რეალობა?  დაე სცოდნოდათ, რომ – „თევზების“ გულისტკივილისა არ იყოს – კალაპოტში მოცურავე მდინარეს ყველაზე დაუმორჩილებელი თევზები აბარია, რომლებიც ცხოვრებას უსიტყვოდ უმწარებენ!.. 
 
და დაე სცოდნოდათ, რომ ძალზე ძნელია დაუმორჩილებელი თევზების მწყემსვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფსკერზე მფეთქავ სპირალს გარშემო უვლიან და ნანახსა და განცდილზე ვერ ლაპარაკობენ!.. მაგრამ მათ ნაცვლად პოეტი ამოთქვამს ამ ყოველივეს, ფსკერზე მფეთქავ სპირალს აქცევს ლირიკულ კრებულად და ოქტომბრის სიმბოლიკითა და შემოდგომის მზის მცხუნვარების გაელვებებითაც გათანგავს, გაელვებებით, ხელშესახებად რომ ათვალსაჩინოებს თითქოსდა სადღაც მიკარგულ წარსულს და ლირიკული ფიქრების მთავარ საყრდენად აქცევს...“, – როსტომ ჩხეიძე.
 
 
 
„...სამშობლო არც ჭეშმარიტებაზე მეტია, არც ნაკლები – ირმა შიოლაშვილის პოეზიაში ის ჭეშმარიტების სინონიმია, რომელსაც მუდმივი ძიება და აღმოჩენა სჭირდება, რომელიც ყველაზე მყარი და ნამდვილია. ალბათ ამიტომაცაა ირმა შიოლაშვილის ლექსებში ძიების ვნება ასეთი მგზნებარე. ხოლო თუ ვივარაუდებთ, რომ ამქვეყნად ძიების ყველა ფაბულა საკუთარი თავის ძიების იდეამდე დადის, ირმას პოეზიაც ამ მაძიებლური ეპოსის ნაწილად წარმოგვიდგება.“ – ნინო სადღობელაშვილი.

ავტორის წიგნები
ვრცლად