arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
შოტლანდიური თვე
შოტლანდიური თვე
ISBN:
978-9941-313-44-8
კატეგორია:
ახალი თარგმანები, „ინტელექტი“ 25 წლისაა
გვერდები:
248
ფორმატი:
14.5X20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
19.95


ყიდვა
პოლონელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ოლგა ტოკარჩუკის, მოთხრობების კრებული „შოტლანდიური თვე“ სრულიად განსხვავებული ხედვით წარმოაჩენს ადამიანის შინაგან სამყაროს. თავადაც გამორჩეული და უცნაური, მაგიური ნიჭისა და უფაქიზესი შეგრძნებების მწერალი, რომლისთვისაც ცალკეული ადამიანი და მისი ხვედრი ძალზე მნიშვნელოვანია, წიგნში აღწერს პერსონაჟთა ისეთ განცდებსა და ქცევებს, რომელთა ბოლომდე ახსნასაც (მით უფრო − მათგან გათავისუფლებას) ისინი ვერ ახერხებენ. სწორედ ამის გამოა, რომ მათი უმეტესობა გაჭირვებით უმკლავდება თავის უცნაურ და გაუსაძლის ყოფას, უფრო უიღბლოები კი ან რეალურად არიან ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე, ან სხვების თვალში მოჩანან ასეთებად.
 
„შოტლანდიური თვე“, რომელშიც 12 მოთხრობა შედის (მოთხრობების ეს კრებული პირველად  2001 წელს გამოსცა გამომცემლობა რუტამ  სათაურით „დაკვრა ბევრ დოლზე“ და მასში 19 მოთხრობა იყო თავმოყრილი), თავისი დინამიკით, მრავალფეროვნებითა და ხელწერით მკვეთრად განსხვავდება რომანისტ ოლგა ტოკაჩურკისგან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ავტორის მრავალმხრივ შესაძლებლობებსა და ნიჭიერებაზე.
 
პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

ავტორის წიგნები
ვრცლად