arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
თოჯინა და მარგალიტი
თოჯინა და მარგალიტი
ISBN:
978-9941-31-365-3
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
136
ფორმატი:
13x19.5
ყდა:
რბილი
ფასი:
12.90


ყიდვა
„თოჯინა და მარგალიტი“ ესეისტური ნაჭრომია, რომელიც ნობელიანტმა მწერალმა ოლგა ტოკარჩუკმა ბოლესლავ პრუსის რომან „თოჯინას“ მიუძღვნა. ნაშრომი ღრმა კულტუროლოგიურ-ფსიქოლოგიური რეფლექსიაა წიგნისა, რომელმაც თავად ტოკარჩუკზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს დაუფარავი აღტაცება მისთვის არათუ ხელისშემშლელია, არამედ გაცილებით დიდ სივრცეს აჩენს მკითხველსა და ტექსტს შორის თამამი და პრინციპული ურთიერთობებისათვის.
 
პერსონაჟთა არქეტიპული პალიტრა, მითოლოგიური პლასტები, რომანის კოსმოგონია და მასში ჩართული „მკითხველის წამი“ როგორც მუდმივი და დაულეველი ინტერპრეტაციის უფლება – ეს ყოველივე ნაშრომს იმ განუმეორებელ ინტიმს და მომნუსხველობას ანიჭებს, რომელიც თავიდან აგარიდებთ ლიტერათურათმცოდნეობითი ტექსტების კითხვისას თანმდევ ბუნებრივ მოწყენილობას. ეს წიგნი კითხვის და გააზრების სიხარულზეა.
 
პოლონურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა

ავტორის წიგნები
ვრცლად