arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
პატრიარქის შემოდგომა
პატრიარქის შემოდგომა
ISBN:
978-9941-313-75-2
კატეგორია:
10 რომანი დიქტატურაზე
გვერდები:
344
ფორმატი:
15X21
ყდა:
რბილი
ფასი:
32.90


ყიდვა
„პატრიარქის შემოდგომა“ ქვაში ნაკვეთი რომანია. ის ერთდროულად ტექსტიცაა და ქანდაკებაც. თუმცა ამ ქანდაკებით ავტორი სკულპტურას ხოტბას არ ასხამს. მას მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების სრული მარტოსულობის ჩვენება უნდა. 
 
გაბრიელ გარსია მარკესმა ამ რომანით მოახერხა ის, რაც ვერ შეძლო ვერცერთმა ლათინოამერიკელმა ავტორმა: მან დაწერა მონუმენტური რომანი არა რომელიმე კონკრეტულ დიქტატორზე, მის ცხოვრებაზე, სისუსტეებსა თუ მარცხზე, არამედ გააერთიანა ყველას გამოცდილება, შეკრიბა დიქტატორთა სახეები და შექმნა დიქტატორის ზოგადი, უნივერსალური პორტრეტი. 
 
გაბრიელ გარსია მარკესს ურთულესი მისია ჰქონდა: მას უნდა დაეწერა რომანი, რომელიც „მარტოობის 100 წელზე“ უკეთესი იქნებოდა, რომანზე, რომელმაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ლიტერატურას ყველასგან განსხვავებული ხმა შესძინა. გაბრიელ გარსია მარკესი დაჯდა საწერად და შექმნა (ან იქნებ გამოძერწა) ტექსტი, რომელიც საკუთარი მნიშვნელობითა და სამწერლო ოსტატობით არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც ავტორის მაგნუმ ოპუსს“, – დათო გორგილაძე
 
ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა

ავტორის წიგნები
ვრცლად