arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
ISBN:
978-9941-31-394-3
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
132
ფორმატი:
14.5x18
ყდა:
რბილი
ფასი:
18.95


ყიდვა
ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა
 
„გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გაბრიელ გარსია მარკესის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული წიგნია, რომელიც 1981 წელს გამოიცა.
 
რომანის მთავარი გმირი – სანტიაგო ნასარი წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლია. ქორწინების პირველ ღამეს, ის მეუღლესთან დაასმინა ანხელა ვიკარიომ, მისმა ძმებმა კი შერცხვენილი სახელისა და ნამუსის აღსადგენად, ნასარის მოკვლა გადაწყვიტეს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მთელმა ქალაქმა იცის, თუმცა არავის უცდია მათი შეჩერება. ყველა დიდ სეირს ელოდება.
 
სანტიაგო ნასარის სიკვდილისწინა სიზმრით დაწყებულ თხრობაში სხვა სიზმრებიც შემოგხვდებათ; საერთოდაც, ეს ტექსტი წინათგრძნობითაა განმსჭვალული – დასაწყისშივე „დაანონსებული მკვლელობის ქრონიკაში მარკესმა თანამედროვე სამყაროს სურათიც გააცხადა: მასობრივი საინფორმაციო ტერორის სინამდვილე, სადაც ადამიანი გამოცხადებული ქრონიკის ნაწილად/მსხვერპლად, საზოგადოება კი გულგრილ მაყურებლად, მეტიც – ხელშემწყობადაც კი იქცა.

ავტორის წიგნები
ვრცლად