arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ანი დიდიშვილი – „ქალაქი გრძნობების პირატების“
19/07/2019

ასეთი მაგარი ხალხი ვართ ქართველები...“ – ამ ფრაზას ჩაილაპარაკებდა ხოლმე ჩემი ლექტორი, როცა უახლეს წარსულში ქართველთა მიერ ჩადენილ ფსევდოსაგმირო ისტორიებს გაგვანდობდა. ცუდი ისაა, რომ მთელი სემესტრის განმავლობაში არცერთ სემინარს არ ჩაუვლია მსგავსი ისტორიის გარეშე. ჩვენს კრეატივს საზღვარი რომ არ ჰქონდა, კი ვიცოდი, მაგრამ ჩემი ლექტორის მიერ მოყოლილი ამბები მაინც სიმწრის სიცილს გვგვრიდა მეც და ჩემს ჯგუფელებსაც. მაგარ ქართველებზე გამახსენდა ის ფენომენი, ჩვენში „კაცი არა გქვიან, ოდეს 13 (უკიდურეს შემთხვევაში – 15) წელი შეგისრულდეს და ჯერაც ვერ ეზიარებოდე სხეულსა მას მანდილოსნისასა“-ს ვეძახით. აბა როგორ, კაცო, ნუთუ, ბიძიას ჯერ კიდევ არ მოუხდია ვალი თავისი ძმისშვილის წინაშე?! სიმართლე გითხრათ, არასოდეს დავინტერესრბულვარ თუ რას გრძნობდნენ ეს ძმისშვილები, როცა მეძავები მათ „დავაჟკაცებაზე“ ზრუნავდნენ, არც სექსმუშაკებზე მიფიქრია არასდროს, აი, ივა ფეზუაშვილმა ჩემგან განსხვავებით, იფიქრა და „ფსკერის სახარება“ შემომაჩეჩა ხელში.

 

ახალგაზრდა რეჟისორი ცდილობს ცოლის დისშვილი დაითანხმოს სკოლაში წასვლაზე და მთელი 12 წლიანი მოღვაწეობის ჯილდოდ ბოლო ზარის წარწერებით აჭრელებულ პერანგს წარუდგენს.  ბავშვი, აწ უკვე პირველკლასელი აღმოაჩენს უცნობ, მისთვის სრულიად მოულოდნელ წარწერას პერანგის კუთხეში.  რეჟისორი ფრაზის ავტორის გამოვლენის მიზნით პატარა კვლევას  შეუდგება. ძიების გზა ხან საით წაიყვანს პროტაგონისტს და ხან – საით, მაგრამ ბოლოს მაინც ვინმე კაწინკასთან მიიყვანს და აქ იწყება მთელი კინო, დაუჯერებელი ამბავი, კიდევ უფრო დაუჯერებელი კულმინაციით.

 

მეძავებზე ვილაპარაკე, თუმცა, ბუნებრიავია წიგნი მარტო მათზე არაა, აქვე არიან მაღალჩინოსნები, ყველაზე ბინძური მოხელეები, დაწინაურებული პოლიციელებიც, რომლებიც სტატუსის ასამაღლებლად თავიანთ დანაშაულს ხსნიან და სანაცვლოდ სხვებს იჭერენ, აქვეა ის საზოგადოება, რომელთა თვალებიც ჩვენს ყველა მოქმედებას ხედავს, ხოლო გონება – განსჯის, ხომ იცით და გახსოვთ – Big brother is watching you! და აქვეა თბილისი, მთელი თავისი ჭორხარაბერბით,  რომელიცა რომ „ქალაქია გრძნობების პირატების, ფიქრებს რომ გპარავს ის ქალაქია თბილისი. ქალაქია თბილისი იმ ხალხის, რომელმაც საკუთარი ცხოვრება არა და არ იცის, მაგრამ იცის შენი და იცის თბილისის. თბილისი ქალაქია, რომელსაც ყველა შენი ნაბიჯი, ყველა შენი სუნთქვა აინტერესებს, იმიტომ რომ შეეცი და თავისი არ აქვს, თბილისი ქალაქია მკვდრების...“

 

უყურადღებოდ ვერ დავტოვებ მთავარი გმირის საოცარ მეტამორფოზას. ან, რანაირად ავუარო გვერდი?! კაცი ტიპური ჰედონისტიდან უკანასკნელ ალტრუისტად იქცევა. არანაკლებ საინტერესოები არიან სხვა პერსონაჟებიც, არავინ არავის ჰგავს, ყველა უნიკალურია, ფსკერის სექსმუშაკებიც კი. მიუხედავად იმისა, რომ „ფსკერის სახარება“ ბიბლიური სლენგითაა მოთხრობილი, არსად იგრძნობა ხელოვნურობა, პირიქით, ყველაფერი ისე ბუნებრივი და მცოცავ ქვიშასავით ჩამთრევია, რომ კითხვას რომ დაიწყებ, ვერ მოწყდები მანამ, სანამ ბოლოში არ ჩახვალ, ბოლოში კიდევ...

 

ოოო, ბოლოში რა საოცრებებიც ხდება, ერთი მე ვიცი, მეორე ივა ფეზუაშვილმა და მესამე იმ ხალხმა, ვინც უკვე დაეწაფა ამ გვერდებს. როგორც ჩემი კლასელი იტყოდა, ჩვენ ყველანი სიმულაციაში ვცხოვრობთ.  ეგრეა, მაგრამ  სიმულაცია რეალობის გარეშე არ ასებობს, აი, თბილისის ფსკერზე არეკლილი რეალობა კი უკვე დაწერილია წიგნად – „ფსკერის სახარება“.

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად