ნინო ხარატიშვილი – ჟუჟა
ავტორი: ნინო ხარატიშვილი
19,95 ₾ Original price was: 19,95 ₾.12,00 ₾Current price is: 12,00 ₾.
რომანის მთავარი ინსპირატორი ერთი რეალური ფაქტია, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში, საფრანგეთში მოხდა: ჟან სარეს ავტორობით გამოცემული წიგნი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკის 14 ქალის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. გაჩნდა ეჭვიც, რომ ჟან სარე მისტიფიკაცია იყო და ამ „მკვლელი“ წიგნის ავტორი სულაც არ ყოფილა 17 წლის და არ დაუსრულებია სიცოცხლე მატარებელში ჩავარდნით. თუმცა ფაქტმა მაშინვე წარმოშვა ლეგენდები.
როგორი უნდა იყოს წიგნი, რომ მან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკის და სულიერ-სოციალური კატეგორიის ქალს (!) თავი მოაკვლევინოს? ჟუჟა ამ კითხვას უტრიალებს და, ბუნებრივად, რომანის მთავარი გმირიც ჩნდება: ის არა რომელიმე კონკრეტული პერსონაჟია, არამედ წიგნი, ლიტერატურული ტექსტი, რომელიც 1940-იან წლებში საფრანგეთში დაიწერა და მერე მრავალი ქალის ბედი განსაზღვრა.
რომანს დეტექტიური დინამიკა კიდევ უფრო მეტ სიცხოველეს სძენს, წიგნი ჩამთრევად, ერთი სულის მოთქმით ამის გამოც იკითხება. ევროპაში ის შეფასდა, როგორც ახალგაზრდა სარეს ვნებანი (ვერთერული ალუზიებით). იყო მოსაზრებებიც, რომ ეს ქალებზე დაწერილი წიგნია, ფემინისტური ტექსტი („მარტოსულ ქალთა გამყინვარების ხანა“ – ასე ასათაურებს რომანზე რეცენზიას ცაიტის კორესპონდენტი ინგე კუტნერი), თუმცა, ნინო ხარატიშვილის ოსტატობის აღსანიშნავად უნდა ვთქვათ, რომ ჟუჟა კონკრეტული „ისტიზმ“-ს კატეგორიებზე გაცილებით მაღლა დგას და საბოლოოდ, ის ადამიანური ყოფის საზრისზე, ადამიანის სულიერ ბედისწერაზე აფიქრებს მკითხველს.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941470950
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2018 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
გერმანული |
| მთარგმნელი | , |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ჯონ სტაინბეკი – მოგზაურობა ჩარლისთან ერთად ამერიკის საპოვნელად
მარაგშია
ალექსანდრ სოლჟენიცინი – არქიპელაგი გულაგი
მარაგშია
ბერნჰარდ შლინკი – შვილიშვილი
მარაგშია
პოლ ლინჩი – მისნის სიმღერა
მარაგშია
ოლგა ტოკარჩუკი – ემპუსების ნადიმი
მარაგშია
სორენ კიერკეგორი – სასიკვდილო სნეულება
მარაგშია
ბ.ფ. სკინერი – უოლდენ ორი
მარაგშია
ჯორჯ ორუელი – ცხოველების კარ-მიდამო
მარაგშია
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – ყვითელი ნახევარმზე
მარაგშია
მარიო ვარგას ლიოსა – ქალაქი და ძაღლები
მარაგშია
მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი
მარაგშია
ბორის პასტერნაკი – ექიმი ჟივაგო
მარაგშია
