ულრიხ პლენცდორფი – ახალგაზრდა ვ-ს ახალი ვნებანი
ავტორი: ულრიხ პლენცდორფი
11,95 ₾
გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ
ულრიჰ პლენცდორფმა თავისი რომანი ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებები 1970-იანი წლების სოციალისტური გდრ-ის ახალგაზრდული სლენგით დაწერა. მისი მთავარი პერსონაჟი ედგარ ვიბოც ჩვიდმეტი წლის ახალგაზრდაა; ავტორი მას გოეთესეული ვერტერის ნაკვთებსაც ანიჭებს და, ამავდროულად, სელინჯერის ჰოლდენთან (თამაში ჭვავის ყანაში) და დეფოს რობინზონთან (რობინზონ კრუზო) პარალელებს ავლებს.
ეს ეგრეთ წოდებული „მონტაჟური რომანია“, ანუ შინაარსითა და ენობრივი სტრუქტურით ერთმანეთისგან განსხვავებული ტექსტური მონაკვეთებისაგანაა შემდგარი და მწვავე სოციალურ კრიტიკას შეიცავს. პროვინციულ გარემოში დაბადებულ-გაზრდილი ედგარი ხუთი წლის ასაკში მიატოვა მამამ. გოეთეს ახალგაზრდა ვერტერის ვნებების წაკითხვის შემდეგ ბიჭი სულ უფრო მეტ შინაგან სიახლოვეს განიცდის ამ წიგნის პერსონაჟთან და ყალბ პროვინციულ სტერეოტიპებს ემიჯნება. ყოფილი სანიმუშო მოსწავლე მასწავლებელთან შეკამათების შემდეგ სკოლასა და მშობლიურ პატარა ქალაქს ტოვებს და ბერლინში მიემგზავრება, სადაც საბავშვო ბაღის გვერდით მიტოვებულ ფარდულში დაიდებს ბინას. იქ მას საბავშვო ბაღში აღმზრდელი შარლოტე (შარლი) შეუყვარდება…
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941466977
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2016 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
გერმანული |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
პერუმალ მურუგანი – ნახევარქალი
მარაგშია
ბერნჰარდ შლინკი – შვილიშვილი
მარაგშია
ნათანიელ ჰოთორნი – შვიდფრონტონიანი სახლი
მარაგშია
ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია
მარაგშია
ოსკარ უაილდი – DE PROFUNDIS
მარაგშია
მარკიზ დე სადი – ფილოსოფია ბუდუარში
მარაგშია
ბ.ფ. სკინერი – უოლდენ ორი
მარაგშია
ჯორჯ ორუელი – ცხოველების კარ-მიდამო
მარაგშია
ნათანიელ ჰოთორნი – ალისფერი დამღა
მარაგშია
ბორის პასტერნაკი – ექიმი ჟივაგო
მარაგშია
