arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
გელა ჩქვანავა
გელა ჩქვანავა

დაიბადა 1967 წელს. დაამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა და თსუ სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1986-88 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობს თბილისში დევნილის სტატუსით. ომის შემდეგ გამოიცვალა მრავალი პროფესია.


2002 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში. 2007-2009 წლებში გელა ჩქვანავას ნაწარმოებები დაიბეჭდა რუსულ ლიტერატურულ პერიოდიკაშიც, ჟურნალებში: ნევა, დრუჟბა ნაროდოვ და კრეშატიკი.


2002 წლის აპრილში გაიმარჯვა გამომცემლობა დიოგენეს მოწყობილ პირველ კონკურსში Pen მარათონი 2002 და მოიპოვა პირველი ადგილი. იმავე წელს ლიტერატურული ასოციაცია კვალის კონკურსში მესამე ადგილი დაიმსახურა. 2004 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში წიგნისათვის კოლორიტები.


გამოცემული აქვს წიგნები: კოლორიტები (მოთხრობების კრებული, გამომცემლობა დიოგენე, 2004.), ტორეადორები (ორენოვანი გამოცემა, ქართულად და რუსულად. დიოგენე, 2006), ფეისბუკზე (მოთხრობების კრებული, ინტელექტი, 2014), მკვდარი ქვიშის უდაბნო (რომანი, ინტელექტი, 2014).
 

ავტორის წიგნები
ვრცლად