arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
მარცვალას ოინები
მარცვალას ოინები
ISBN:
978-9941-31-691-3
კატეგორია:
საბავშვო წიგნები
გვერდები:
200
ფორმატი:
20x23
ყდა:
მაგარი
ფასი:
39.95


მარცვალა-გოგონა მარცვლისოდენა იყო, როცა მზის სხივმა გააღვიძა და ზამთრის ნათებამ თვალები გაუვარდისფრა. მას შემდეგ ამ ფერადი მზერით აკვირდება გარემოს, ეცნობა და ესაუბრება ადამიანებს, ცხოველებს, მღრღნელებსა თუ მწერებს, უშინაურდება მათ და თან ოინებსაც აგროვებს.
 
მარცვალას თავგადასავლები ხან რეალურია, ხანაც გამოგონილი. მას უთვალავი კითხვა აქვს და თვითონვე ცდილობს, პასუხი იპოვოს. ცნობისმოყვარეობა და ენერგიულობა კი ეხმარება, მკვლევრად გადაიქცეს.
 
მარცვალას გონებაში სხვანაირი აზრებია; უფროსებს მისი ფიქრების არაფერი გაეგებათ, ამიტომაც ჰგონიათ მარცვალას ოინები ტყუილი. ფანტაზიით განამდვილებული ამბები კი ყველაზე უტყუარი სიმართლეა დედამიწაზე.
 
ერთ მშვენიერ დღესაც მარცვალა-გოგონას არაჩვეულებრივი ცხოვრება იწყება...
 
სოფო კირთაძის ილუსტრაციებით

ავტორის წიგნები
ვრცლად