arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
მიხო მოსულიშვილი
მიხო მოსულიშვილი

დაიბადა 1962 წლის 10 დეკემბერს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. ამასთან 1981-1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით – კინოდრამატურგია.

 

1986 წლიდან მუშაობდა გეოლოგად საქართველოს გეოლოგიურ-გეოფიზიკურ ექსპედიციაში (ფშავის გეოლოგიურ-აგეგმვითი პარტია), სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში (საქართველო, ერისიონი, ცისკარი (1996-2004 წწ., პროზის განყოფილების რედაქტორი), იმიჯი, ლიტერატურული პალიტრა (2004-2009 წწ., მოწვეული რედაქტორი) და სხვა); რამდენიმე წელიწადი თარგმნიდა მხატვრულ ფილმებს ტელეკომპანიებისათვის რუსთავი 2 და მზე.

 

პირველი მოთხრობა ტყის კაცი გამოაქვეყნა ჟურნალ ცისკრის დამატება ნობათში 1984 წელს. გამოცემული აქვს რომანების, მოთხრობების, პიესებისა და თარგმანების ოცამდე წიგნი. მისი პიესების მიხედვით დადგმულია სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა თეატრში, ასევე ტელევიზიასა და რადიოში.

ავტორის წიგნები
ვრცლად