arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
ვცადე
ვცადე
ISBN:
978-9941-458-10-1
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
174
ფორმატი:
12.5x17
ყდა:
რბილი
ფასი:
8.00


ყიდვა
პირველი წიგნი, კაცმა რომ თქვას, დებიუტანტი ავტორის გაცნობისაა, სახელი და გვარი თუ დაგვამახსოვრა, უკვე დიდი საქმეა. ისეთი სადებიუტო კრებულებიც ვიცით, მართლა იშვიათი და საკვირველი ამბავი რომ უხარებიათ – ნამდვილი მწერლის დაბადების ამბავი. მე მგონი, არ უნდა მეშლებოდეს – ეს წიგნი ამგვარი შემთხვევაა. ამ ხუთი მოთხრობიდან ერთ-ერთი – ცა, ჩვენს ჟურნალში რომ დაიბეჭდა, მაშინ დავწერე: არილს ბევრი ახალგაზრდა გამოუყვანია ლიტერატურულ ასპარეზზე, მათგან საამაყოდ და თავის მოსაწონებლად რამდენიმე შემოგვრჩა და ისეთი ეჭვი მაქვს, ხვალ ივა ფეზუაშვილიც იმათ რიგში ჩადგება-მეთქი. ჩემდა სასიხარულოდ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიმტკიცდება ეს ეჭვი. (შადიმან შამანაძე)
 
„გამორჩეულია“, „ორიგინალურია“, „კარგი იუმორი აქვს“, – ასე შევაფასეთ ჟიურის წევრებმა სტუდენტურ კონკურსზე პირველ საპრიზო ადგილზე გასული ივა ფეზუაშვილის მოთხრობა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ივას ყოველი ახალი ტექსტის წაკითხვისას ვფიქრობდი, რომ ისინი წააგავდა კიბის საფეხურებს, კიბეს, რომელიც ცას უნდა მიადგა... და ცოტა ხანში ცაც გამოჩნდა, მოთხრობა, რომელმაც ტრადიციულად ჩამითრია, ჯერ ამბავს მომიყვა, დამაჯერა, მაცინა, გამაოცა და ბოლოს ისე მომიჭირა კისერში, მერე სადღაც გულთან, რომ მიწას დავხედე, ცას ავხედე და გავიფიქრე: „რა მაგარია, რომ ასე წერს!.." (თეონა დოლენჯაშვილი)
 
 
 
 
 
 
 

 

ელ. ვერსია