arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
დათო ქარდავა
დათო ქარდავა
დათო ქარდავა ჯიმშერ რეხვიაშვილის ფსევდონიმია. დაიბადა 1968 წლის 4 სექტემბერს. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 20 წელზე მეტია აქტიურ ჟურნალისტურ ცხოვრებას ეწევა და პარალელურად წერს პროზაულ ნაწარმოებებს. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ არილში გასული საუკუნის 90-ან წლებში. 
 
2002 წლიდან რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს რეპორტიორი და ბლოგერია.
 
პირველი პროზაული კრებული ნოეს მტრედები 2005 წელს გამოსცა. 2011 წელს დაიბეჭდა მისი ვრცელი ესეი ტუალეტში საკითხავი. ორივე წიგნი ლიტერატურულ პრემია საბას ნომინანტი იყო. ის არაერთი ჟურნალისტური თუ ლიტერატურული პრიზის მფლობელია. მისი მოთხრობები არაერთხელ მოხვდა წლის საუკეთესო მოთხრობების კრებულში. 2011 წელს მისი მოთხრობა შეიტანეს ანთოლოგიაში 21-ე საუკუნის ქართული მოთხრობა. 2013 წელს გამოსცა ესეების კრებული მდინარე მტკვრის შესახებ – მტკვარი და მისი ორი ნაპირი, რომელშიც შესულმა ერთმა ესეიმ ლიტერატურული გაზეთის მიერ გამოცხადებულ კონკურსში კრიტიკა, ესეისტიკა, პუბლიცისტიკა მესამე პრემია დაიმსახურა.
 
2015 წელს გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა დათო ქარდავას პროზაული კრებული ესავის ხელები, რომელმაც 2016 წელს ნომინაციაში წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი მიიღო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია ლიტერა.
 
2016 წელს კი გამოიცა მისი მომდევნო წიგნი მტაცებლები ურბანულ გარემოში.
 
 
ავტორის წიგნები
ვრცლად