arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
მარილი ქვეყნისა
მარილი ქვეყნისა
ISBN:
978-9941-31-795-8
კატეგორია:
კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
გვერდები:
172
ფორმატი:
17.5x25
ყდა:
რბილი
ფასი:
19.95


ყიდვა
ყოველ ახალ დროს თუ უდროობას თავისი აღმწერი სჭირდება. ძნელია რაიმე ისეთი გამორჩეული წარუდგინო მკითხველ საზოგადოებას, რაც მანამდე სხვას არ შეუთავაზებია, მაგრამ სხვა ვერავინ დაწერს იმას, რის თქმასაც შენ აპირებ, რაც დაინახე და შენში დაილექა. 
 
გიმძაფრდება განცდა იმისა, რაც ქვეყნად ხდება. არც იმან უნდა შეგაჩეროს, რომ დამაჯერებელი პასუხები სულ უფრო იშვიათია, უპასუხო კითხვები კი – ხშირი. მაგრამ „განზე გადგომა განხიბლულთა და შეშინებულთა ხვედრია“ (ჭაბუა ამირეჯიბი).
 
კოტე ჯანდიერი ნამდვილად სხვა შემთხვევაა და ამაში მკითხველი თავად დარწმუნდება: „საზოგადოება ღრმად უნდა დაფიქრდეს, სამომავლოდ როგორი სამშობლო უნდა, რა თვისებების მქონე მოქალაქეები უნდა ქმნიდნენ ქვეყნის სხეულს და რა ადგილი უნდა ეკავოს ქართულ სახელმწიფოს ცივილიზებულ ერთა თანამეგობრობაში, ვინ უნდა ვიყოთ ჩვენ – სხვათა მიღწევებისა და მათი დაგროვილი დოვლათის რიგითი მომხმარებლები, სხვების მიერ გაკვალული გზის მტკეპნელები თუ საკუთარი მომავლის შემოქმედნი და ცივილიზაციის საგანძურში, სხვებთან ერთად, რაიმე ღირებულის შემტანნი“.
 
პროექტის ავტორი და წიგნის შემდგენელი გიორგი გორგოძე
 

ავტორის წიგნები
ვრცლად