arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
დედის ოთახი
დედის ოთახი
ISBN:
978-9941-476-15-0
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
500
ფორმატი:
A5
ყდა:
რბილი
ფასი:
19.90


ყიდვა

„დედის ოთახი“ ნაირა გელაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რომანია.

 

ახალგაზრდა ექიმი და ბიოქიმიკოსი წარმატებით მუშაობს წამალზე, რომელსაც კიბოს განკურნება შეუძლია. საყოველთაო აღიარება შორს აღარ არის, მაგრამ ბედისწერის მოულოდნელი შემოჭრა ცხოვრებაში მეცნიერის მთელ მიღწევებსა და მსოფლმხედველობას თავდაყირა დააყენებს: საფრთხე მის უძვირფასეს ადამიანს – დედას ემუქრება.

 

რომანის მთავარი გმირი – დედა – ქარგვის უბადლო ოსტატი და იდუმალი პიროვნებაა.

 

დედის ოთახს სამი შვილის სამყაროსგან მისივე ხელით ნაქარგ-ნაქსოვი, ორმაგი ფარდა მიჯნავს, მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას რომ ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებსაც საიდუმლოს განცდა არ დაუკარგავთ. დედისა და შვილების ურთიერთობაში მთელი ქვეყნის, მთელი თანამედროვე მსოფლიოს პრობლემები ირეკლება: ადამიანის გაუცხოვება ღმერთისაგან, ბუნებისა და საკუთარი თავისაგან; სიცოცხლის ერთიანი დესაკრალიზაცია; შესაბამისად, მონატრება ჰარმონიისა გარემომცველ სინამდვილესთან, ოჯახის წევრებთან, ცხოველთან თუ მცენარესთან;

 

„დედის ოთახი“ ეს არის რომანი-იგავი, რომანი-მისტერია, რომელიც მკითხველში აღძრავს ადამიანური ყოფიერების, როგორც ერთი დიდი საიდუმლოს განცდას, საიდუმლოსი, რომლის შემადგენელი ნაწილებია ყველა და ყველაფერი, მათ შორის ოჯახი, მშობლები და შვილები; და-ძმობა და მეგობრობა; შეხვედრები და განშორებები... ამიტომ არ კარგავს მეოცე საუკუნის მიწურულს დაწერილი ეს ნაწარმოები, რომელსაც ყველა იდუმალი დედის სივრცეში შევყავართ, თავის აქტუალობას: ჩვენ ყველას ხომ დედა გვჭირდება და გვენატრება, მაშინაც კი, როცა ის გვყავს.

 


ავტორის წიგნები
ვრცლად