arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
მას ერქვა ვატანაბე
მას ერქვა ვატანაბე
ISBN:
978-9941-454-98-1
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
146
ფორმატი:
12.5x17
ყდა:
რბილი
ფასი:
6.00


ინა არჩუაშვილის ყველა ნოველა, რომელმაც მის ახალ წიგნში მოიყარა თავი, თითქოს შეთქმულივით ცდილობს, ბოლომდე, ამ კრებულის ბოლო გვერდამდე, არ გაამხილოს ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იწერებოდა. 
 
მაინც რა არის ეს? – დაუმთავრებელი და ბოლომდე ამოუცნობი, ამოუხსნელი ადამიანური ვნებები? იმ წუთას დაუფასებელი, მერე კი მთელი ცხოვრების საფიქრალად ქცეული წამები? ან იქნებ უბრალო ისტორიები, ყოველდღიურად რომ ხდება და გვესმის, მაგრამ მხოლოდ კარგ მწერალს შეუძლია, თვალნათლივ დაგვანახოს და განგვაცდევინოს.
 
ოსტატობასთან ერთად წიგნის მთავარი ღირსება სწორედ სისადავე და ბუნებრიობაა, რომელიც არასდროს ღალატობს ავტორს, მაშინაც კი, როცა ამბებითა და პერსონაჟებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ ნოველას: მგზავრის წერილები და სექსის გაკვეთილები – წერს.
 
და კიდევ, კითხვის დროს თითქოს ყოველ სტრიქონში ჩაგესმის ვატანაბეს ჟღრიალა, არავის მსგავსი ხმით: „ცეცხლი დავანთე. განა ეს კარგი არ არის?“
 
 
 

 


ავტორის წიგნები
ვრცლად