arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
მე ახლა არავის ველოდები
მე ახლა არავის ველოდები
ISBN:
9789941482304
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
182
ფორმატი:
A5
ყდა:
რბილი
ფასი:
12.95


ყიდვა

„ეს წიგნი იმ გზაზე გვიყვება, რომელსაც ადამიანი მოსწავლეობიდან მასწავლებლობამდე გადის და მხოლოდ პროფესიას კი არა, მთელ მის ცხოვრებას მოიცავს. ამიტომ, აქ არავინ არავის ჭკუას არ არიგებს, არც აქებს ან უბრაზდება. ინა არჩუაშვილი ერთმანეთზე ბასრ, ცინცხალ და დაუვიწყარ ამბებს ყვება, სადაც ყველა თავის თავს იპოვის, მერე რა, თუ ამ ამბავთან ახლოსაც არ ჩაუვლია.

ოყოლაც ცალკე ამბავია ამ კრებულში – ღონიერი სტილისტური პასაჟებით, მოულოდნელი აქცენტებით, ზოგჯერ დინჯი და მშვიდი, ზოგჯერ კი ექსპრესიული და ტკივილის საბედისწერო ზღვარზე შეყოვნებული რიტმით, ინა არჩუაშვილი სინამდვილეს ისეთ რეალობად აქცევს, როგორიც მხოლოდ ენის უკიდეგანო შესაძლებლობების ოსტატს, ღრმად მოაზროვნე და ზნეობრივი პასუხისმგებლობით გამსჭვალულ მწერალს ახასიათებს.

ამ წიგნს თანალმობის, განმკურნებელი სიყვარულის უნარიც შესწევს, აქ ხომ გასავლელი მანძილი – ცხოვრება – გულიდა იზომება.“(ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან)

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად